“არ დაინდეს, სადისტურად მოკლეს და მერე სიცილ-კისკისით გააგრძელეს ქეიფიც და ცხოვრებაც…”

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქეზე პროკურატურის სპეციალურ ბრიფინგს ეხმაურება.

შაქარაშვილის ამბავი გახმაურდა და გავიგეთ… რამდენი ასეთი უწყინარი ახალგაზრდაა გამქრალი და დაღუპული თანატოლების კომპლექსების დაკმაყოფილების და ყოყლოჩინობის გამო, რომლის ამბავიც არც გაგვიგია. რა გახდა ეს შურისძიებები და ერთმანეთის დევნა.

ეს საყვარელი მომღიმარი ბიჭი ჯერ მხოლოდ იწყებდა ცხოვრებას. მხოლოდ 19-ის იყო… არ დაინდეს, სადისტურად მოკლეს და მერე სიცილ-კისკისით გააგრძელეს ქეიფიც და ცხოვრებაც… ახლა კი დაისჯება ეს 5 ადამიანი, მაგრამ ბოლო იქნება შაქარაშვილი?

ვინ იცის…

როგორ გვინდოდა ყველას, რომ დადასტურებულიყო სიმართლე, დადასტურებულიყო რომ მოხდა მკვლელობა. და როცა დადასტურდა რა საშინელი შეგრძნებაა …“ – წერს მაკა რაზმაძე.

 

ასევე იხილეთ