„ჩაჩავადან პირდაპირ სკოლაში“, „ჩემი ბომბორა“ – პატარა ერეკლეს პირველი ფოტოსესია სამშობიაროდან

„ჩაჩავას კლინიკა“ ოფიციალურ გვერდზე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს.

ახლად დაბადებული ჩვილი ფოტოზე ერეკლე როსტომაშვილია, რომელიც 4 აგვისტოს დაიბადა. მისი დაბადების წონა 5 კილო და 250 გრამი, ხოლო სიმაღლე 55 სმ-ია.

„ჩაჩავადან პირდაპირ – სკოლაში“- ასე დაასათაურეს პატარაე ერეკლეს ფოტოები, რომელსაც უამრავი მილოცვა ახლავს თან. „ჩემი ბომბორა“, „გენაცვალე რა საყვარელი და ბუშტი ხარ“ –  წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

„ფორტუნა“ ულოცავს მშობლებს პატარას დაბადებას და ბედნიერ ბავშვობას უსურვებს.

ასევე იხილეთ