“11 აგვისტოს ეს ლექსი გამოაქვეყნა” – პოეტი კახა დოლიძე გარდაიცვალა

პოეტი კახა დოლიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე, ჟურნალისტი ამირან ბუტურიშვილი ავრცელებს.

არდავიწყება

***
“სულზე კოცნა” – ჩახუტება, გულში ჩაკვრა, უდიდესი სიყვარულის გამოხატულება და (ქვეცნობიერად) ზრუნვის, დაცვის ინსტინქტია. სინაზის ენა – სხეულის ენის ანბანია! კ.დ
.
******
დაშაქრულია ეგ ალუბლები,
ჩემგან იმდენი სიტკბო იტია,
ასე, ჩურჩულით ვესაუბრები,
რომ სიყვარული ჭეშმარიტია.
სხეულის ენა, მტერია ფიქრის,
აალებულა, არ ძალუძს მოცდა,
სინაზის ენამ შეგრძნებით იცის,
გულში ჩაკვრაა სულების კოცნა…
კახა დოლიძე.

***

11 აგვისტოს ეს ლექსი გამოაქვეყნა თავის გვერდზე ფეისბუქში პოეტმა კახა დოლიძემ. 12 აგვისტოს კი მისი მოულოდნელი გარდაცვალების სამწუხარო ამბავი გვამცნეს კახას ახლობლებმა. მართლაც რომ წუთია წუთისოფელი… დაუმკვიდროს უფალმა ნათლითმოსილი მარადიული სასუფეველი…”

ასევე იხილეთ