“შვილი სატრაბახო ნივთი არაა! ნუ შევაფასებთ მათ ქულებით”

თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში და განათლების მეცნიერებების მაგისტრი თამარ ლომიტაშვილი, რომელის შვლის 2020 წლის აბიტურიენტია საზოგადოებას და მშობლებს მიმართავს.

ლომიტაშვილი მშობლებს შვილების ქულების რეაქციასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ბავშვი მშობლემა სატრაბახო ნივთად არ უნდა გამოიყენოს.

„ჩვენი შვილები, არ არიან ის სამკაულები, რაც არ გვაღირსეს მშობლებმა, მეგობრებმა, ქმრებმა, დედამთილებმა, საყვარლებმა… რაც სულ გვინდა და ისიც არ ვიცოდოთ რისთვის ან ვისთვის გვინდოდა და არც ის მოგვსვლია აზრად, თავად მიგვეძღვნა საკუთარი თავისთვის… ზოგ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი სამშვენისი, რაც კი შევქმენით, შვილია და ახლა გვინდა ისინი ჩამოვიკიდოთ გულზე, ყურებზე, ავისხათ თითებზე, მაჯებზე და მოვიწონით თავი – ჩვენი შვილების მაღალი ქულებით!

გრანტს თუ ვერ აიღებენ, არაუშავს, „რაღაცნაირად გადავუხდით” მაგრამ რა ვუთხრათ, მეზობლებს, მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს – როგორ ამოვთქვათ რომ ერთადერთი სამკაული, რომელიც შევქმენით „ბრილიანტი ვერ გამოდგა” და არც ისე ბრწყინავს?!

ნუ ვეცდებით შვილებით თავის მოწონებას! ჯერ საკუთარ თავს მოვთხოვოთ ის ყველაფერი, რასაც მათგან ვითხოვთ…

შვილი სატრაბახო ნივთი არაა!

ნუ შევაფასებთ მოზარდებს გამოცდების ქულებით!”, – წერს ლომიტაშვილი.

ასევე იხილეთ