“დღეს, 21 წლის “ხულიგანას” 48-ე დაბადების დღეა!”

სოციალურ ქსელში, ფეისბუქ მომხმარებელი თამარ მაისურაძე, აფხაზეთის ომში დაღუპული, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი, 21 წლის თბილიელი ბიჭის “ხულიგანას” დაბადების დღეს იხსენებს.

“ვინმემ რომ მკითხოს, ყველაზე დიდ პატივს ვის სცემო, ჯარისკაცს-მეთქი, დაუფიქრებლად ვუპასუხებ. ხულიგანაც ერთერთი ის ჯარისკაცი იყო, აბსოლუტურად უანგაროდ და სუფთა, წრფელი გულით რომ წავიდა აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად და სხვა გმირების მსგავსად ვალი რომ დაგვიტოვა – აფხაზეთის უკან დაბრუნების ვალი! დღეს, 21 წლის ხულიგანას 48-ე დაბადების დღეა! “, წერს მაისურაძე.

ასევე იხილეთ