„მზად ვარ პოლიტპატიმრობისთვის, დაუცველი ვარ”

„ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის ავტომობილი და საცხოვრებელი ბინა პოლიციამ გაჩხრიკა. ამასთან, ბრეგაძის თქმით, მისგან პოლიციამ ამოიღო იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია და ტარების უფლებაც აქვს.

სანდრო ბრეგაძის თქმით, აგენტებს მისი განეიტრალება სურთ, რადგან მან არჩევნებისა და დავით-გარეჯისთვის ბრძოლა შეწყვიტოს.

„საკითხი უკავშირდება დავით-გარეჯს, ჩვენ ვიყავით ჩასულები, სადაც ვთქვით რომ საზღვარი გადმოწეულია და ოკუპაცია გრძელდება.აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დიდი თანხა გადაიხადეს, რათა მოხდეს ჩემი განეიტრალება, რადგან აღარ ვიბრძოლო დავით-გარეჯისთვის, ასევე, მოხდეს „ქართული მარშის“ დაშლა და არჩევნებიდან გაქრობა.

ღამის 4 საათზე დამირეკა აგენტ-პროვოკატორმა, რომელმაც რამდენჯერმე კატეგორიულად მომთხოვა შეხვედრა, მითხრა რომ ის იმყოფებოდა ჩემს სახლთან, იმუქრებოდა რომ გამისწორდებოდა, იმუქრებოდა. ამის შემდეგ, ეს ადამიანი, რომელმაც ჩემი გამოწვევა ვერ მოახერხა, მიდის პოლიციაში, წერს განცხადებას, თითქოს მე ვაპირებ მასზე თავდასხმას.

ცხოვრების ბოლომდე მაქვს იარაღის შენახვა-ტარების უფლება, რადგან ვარ პარლამენტის ყოფილი წევრი. ახლა ვარ აბსოლუტურად დაუცველი, ამავე დროს არ ვიცი ხვალ და ზეგ რა იქნება. ის, რაც ჩემს მიმართ ხდება, არის აბსოლიტური უკანონობა, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყნის ისტორიაში.

ჩაფიქრებული იყო ჩემი დაკავება, უნდოდათ რომ ამ ნაძირალასთვის ხელი დამერტყა. წარმომიდგენია, რომ პოლიტპატიმრი ვიყო, ამაზე დიდი ფინანსებია მობილიზებული. მე პოლიტპატიმრობისთვის მზად ვარ, ის იდეა, რომელიც „ქართულ მარშს“ აქვს შეიძლება საჭიროებდეს ჩემგან, რომ პირადული გადავდო,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ასევე იხილეთ