“ხმები, რომ თითქოს ბაჩო ციხიდან საარჩევნო დავალებებს გასცემს ტყუილია”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახლლაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს იმ ადამიანების საყურადღებოდ აქვეყნებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბაჩო ახლაია ციხიდან საარჩევნო პროცესებს მართავს.

ნადარეიშვილის მტკიცებით, ბაჩო სამარტოო საკანში ზის და  გარესამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„უკვე მერამდენედ მომდის ხმები, რომ თითქოს ბაჩო ციხიდან რაღაც საარჩევნო დავალებებს გასცემს.

ეს არის უდიდესი ტყუილი!!!ვიცი ვინც დგას ამის უკან და მქონდა კიდეც მოლოდინი, სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა იქ სადაც არის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადამიანი 8 წელია ციხეში სამარტოო საკანში ზის და არანაირი კავშირი გარესამყაროსთან არ აქვს“, – წერს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 9 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2012 წლის 7 ნოემბრიდან იხდის

 

ასევე იხილეთ