ვუჰანში, საიდანაც პანდემია დაიწყო, გიგანტურ აუზში წვეულება გაიმართა

 

ჩინეთის ქალაქში, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩაკეტილი იყო, მისი ქუჩები კი დაცარიელებული, ათასობით ადამიანი აუზის წვეულებაზე შეიკრიბა, ამჯერად პირბადეებისა და სოცალური დისტანციის გარეშე.

გასულ შაბათ-კვირას ვუჰანში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ფოტოებზე ჩანს, რომ ფესტივალის ყველა მონაწილე ერთ დიდ აუზშია.

ვუჰანი სწორედ ის ქალაქია, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. დანარჩენი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, რომელიც იანვარში, ჩინეთში დაიწყო. 

ვუჰანში კარანტინი აპრილში მოიხსნა. ოფიციალური მონაცემებით, მაისის მეორე ნახევრიდან არც ქალაქ ვუჰანსა და არც ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსის შიდა გადაცემა აღარ გამოვლენილა

ასევე იხილეთ