შორენა ბეგაშვილი ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად ესპანეთში ისვენებს

მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილი, ძირითადად, საკმაოდ მსუყე მაკიაჟით ჩნდება ხოლმე საზოგადოების წინაშე.

ახლახან კი გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მაკიაჟის გარეშეა.

როგორც ფოტოების მნახველები წერენ კომენტარებში, მსახიობი მეიქაფის გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

შორენა თურქეთში ისვენებდა და სოციალურ ქსელებში აქტიურობდა, უამრავ ფოტოს აზიარებს, რომლებიც სანაპიროზე თუ სასტუმროში ჰქონდა გადაღებული.

ახლახან კი მსახიობმა ესპანეთში გადაინაცვლა და ამჟამად ბარსელონაში იმყოფება, საიდანაც კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა.

შორენა ბეგაშვილი საზღვარგარეთ ახალ რჩეულთან, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტთან ლაშა ბარათელთან ერთად ისვენებს.

ასევე იხილეთ