ნანკა კალატოზიშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას არჩვენების შემდეგ ქუჩაში დარჩენილი საარჩევნო რეკლამების წაშლას სთხოვს. მსახიობი ფიქრობს, რომ აღნიშნული საქმიანობა კანონით უნდა დარეგულირდეს და კედლების გაწმენდა მათ ოფიციალურად უნდა დაევალოთ.

„ქალაქის იერსახეს თუ ვუფრთხილდებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა სტენსილებს (კედლის მხატვრობას) ებრძვით და შლით, უმორჩილესად გთხოვთ – კეთილი ინებოთ და არჩევნების მერე ჩამოხსნათ და გაწმინდოთ ქალაქი საარჩევნო პოსტერებისგან, რომლებსაც გაუთავებლად ვუყურებთ მერეც.

არასდროს არ ზრუნავთ ამაზე და ან ყველა პარტიამ დაიაროს და საკუთარი მოაშოროს, ან ქალაქის მერიამ იზრუნოს ქალაქის იერსახეზე. ისე კანონსაც თუ შემოიღებთ და სავალდებულო იქნება, არ გვაწყენდა”, – წერს მსახიობი „ფეისბუქზე“

ასევე იხილეთ