გერმანიაში სპორტის კომერციალიზაციის მოწინააღმდეგეებმა ფეხბურთი შიშვლებმა ითამაშეს (ვიდეო)

გერმანიის ქალაქ ორ-ერკენშვიკში სპორტის კომერციალიზაციის მოწინააღმდეგეებმა ფეხბურთი შიშვლებმა ითამაშეს. 

მატჩის ორგანიზატორი მხატვარი გერიტ სტარჩევსკია. ფეხბურთელებს მხოლოდ გეტრები და ბუცები ეცვათ, რის მიხედვითაც ისინი თანაგუნდელებსა და მოწინააღმდეგეებს განასხვავებდნენ, სათამაშო ნომრები კი ზურგზე საღებავით ეწერათ.

„საფეხბურთო სისტემა ავადაა, ყველას სურს, თავი რამით გამოიჩინოს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად აუტენტური მაშინ იქნები, თუ ტანსაცმელსა და სარეკლამო ბანერებზე უარს იტყვი“, – აცხადებს 34 წლის სტარჩევსკი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ შვეიცარიის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება FIFA-ს ხელმძღვანელის მხრიდან შესაძლო კორუფციის ფაქტზე.

ასევე იხილეთ