ესპანეთის ქალაქ ვიგოში კორონავირუსის პანდემიის გამო საახალწლო სამზადისი დაიწყეს

ეს ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება ესპანეთის გალიციის ქალაქ ვიგოს მერმა მიიღო და უკვე დაიწყეს ქუჩების და მაღაზიების ვიტრინების საახალწლოდ მორთვა.

ვიგოს მერიის წარმომადგენლების განცხადებით, საახალწლო სამზადისის ნაადრევად დაწყების აუცილებლობა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის საშიშროებითაა გამოწვეული.

«შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე კორონავირუსის პანდემია განმეორდეს და საახალწლო სამზადისსი კორექტივები შეიტანოს, ამიტომ სჯობს ნაადრევად დავიწყოთ რათა მომზადებულნი შევხვდეთ დღესასწაულებს »- აცხადებს ქალაქ ვიგოს მერი აბელ კაბალიერო,მისივე თქმით ქალაქის 334 ქუჩაზე დამონტაჟდება მსოფლიოშ საუკეთესო ქუჩების განათება და მანათობელი გირლიანდები.

« ჩვენ გვექნება ყველაზე ლამაზი საშობაო დღესასწაული, კულტურული ღონისძიებებით, კონცერტებით და 100% უსაფრთხოების გარანტიით » – ამბობს აბელ კაბალიერო, ქალაქ ვიგოს მერი.

აღსანიშნავია რომ, გალიციის პროვინციის თითქმის მილიონიანი ქალაქი ვიგო მართლაც ცნობილია მსოფლიოში თავისი საშობაო და საახალწლო განათებებით. მის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

 

ასევე იხილეთ