კენდალ ჯენერის და დევინ ბუკერის “რომანტიკული პაემანი” სანაპიროზე – ექსკლუზიური ფოტოები

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კენდალ ჯენერი პაპარაცებმა გასულ დღეს მალიბუში 23 წლის კალათბურთელ დევინ ბუკერთან ერთად დააფიქსირეს. უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ მოდელმა ერთი კვირის წინ სოციალურ მედიაში Phoenix Suns-ის წამყვან მოთამაშეს დევინ ბუკერს მისივე გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარი დაუწერა, რაც მაშინვე მოხვდა გამომწერების ყურადღების ცენტრში. კენდალმა სპორტსმენს მარწყვის ემოჯი დაუკომენტარა, დევინმა კი პასუხად “მე მომწონს მარწყვები” დაუბრუნა. კომენტარის შემდეგ კენდალმა დევინს კიდევ 4 მსგავსი ემოჯი დაუბრუნა პასუხად. ვარსკვლავების კომენტარების სქრინი სოციალურ ქსელში ბევრმა გვერდმა გაავრცელა.

კენდალმა Frankies-ის საცურაო კოსტიუმი მოირგო, რომლის ღირებულებაც 164 ფუნტია.

 

 

 

 

 

ასევე იხილეთ