ქართველი მსახიობი და რეჟისორი ნანა ჯორჯაძე იუბილარია

ქართველი მსახიობი და რეჟისორი ნანა ჯორჯაძე იუბილარია, ქალბატონ ნანას იუბილეს ვრცელი პოსტით ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი ულოცავს.

“იუბილარი. ვულოცავთ!!!

გამოჩენილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი ნანა ჯორჯაძე იუბილარია. დღეს ის 70 წლის გახდა. ვულოცავთ ქალბატონ ნანას საიუბილეო დაბადების დღეს და ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ოჯახურ კეთილდღეობას და წარმატებებს სამოღვაწეო სფეროში.

ნანა ჯორჯაძე – მსახიობი, რეჟისორი, ევროპისა და ამერიკის კინოაკადემიის წევრი, საერთაშორისო კინოფესტივალების (სან-სებასტიანი, ესპანეთი) ჟიურის წევრი (1987 წლიდან), საერთაშორისო კინოფესტივალების (თელ-ავივი) ჟიურის წევრი (1989 წლიდან), საერთაშორისო კინოფესტივალების (კანი) ჟიურის წევრი (1992 წლიდან), საერთაშორისო კინოფესტივალების (ვენეცია) ჟიურის წევრი (1997 წლიდან), საერთაშორისო კინოფესტივალების (კარლოვი-ვარი (ჩეხეთი) ჟიურის წევრი (1997 წლიდან). 2017 წელს ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (AMPAS) წევრი გახდა.

დაიბადა 1950 წლის 24 აგვისტოს თბილიაში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრი აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, 1980 წელს; – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტი.

1970-1975 წლებში იყო „საქქალაქმშენსახპროექტის” არქიტექტორი; 1973-1974 წლებში – „მოსპროექტის” ასპირანტი; 1977-1991 წლებში – კინოსტუდია „ქართული ფილმის” რეჟისორი; 1993-1995 წლებში – NIPKOW PROGRAM-ის (ბერლინი) კინორეჟისორი; 1991 წლიდან კინოსტუდია „ადამი და ევას” რეჟისორია. 1990-იანებში ის საფრანგეთში გადავიდა და იქ რამდენიმე ფილმი გადაიღო, მათ შორის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996), რომელიც პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ფილმი გახდა ოსკარის ნომინაციით.

ნანა ჯორჯაძე არის ავტორი ფილმებისა „ატლანტი” (1979); „მოგზაურობა სოპოტში”(1980); „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” (1986); „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” (1996) და სხვ., სცენარებისა და სტატიებისა: „შეშლილი მემუარები” (1992); „შეხვედრა” (1992); „ლა ნაპულის მოჩვენებები” (1993); „ცოტა რამ ვეშაპზე… და საქართველოზე” (1993) და სხვ. შეასრულა როლები 6 ქართულ მხატვრულ ფილმში: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „მუდმივი მეგობარი“, „იცოცხლე, გენაცვალე“, „მოცურავე“, „ადამიანთა სევდა“, რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“.

ნანა ჯორჯაძეს მიღებული აქვს:

კათოლიკური ეკლესიის პრიზი, ფილმისთვის „მოგზაურობა სოპოტში”
1966 – „Fipresci” კინოკრიტიკოსების საერთაშორისო პრიზი, ფილმისთვის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”
1966 – “Quinzeine des dealisateurs” კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ფილმისთვის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”
1979 – ექსპერიმენტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (ტალინი), გრან-პრი ფილმისათვის „ატლანტი”
1980 – კინოკლუბების საერთაშორისო პრიზი, ფილმისთვის „მოგზაურობა სოპოტში”
1986 – კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „ოქროს კამერა” ფილმისთვის “რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა”
1986 – რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „Ника“, ფილმისთვის „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა”
1986 – კიოტოსა და მონრეალის კინოფესტივალის, ჩიკაგოს Wihitte Country Film Festival-ის პრიზები, ფილმისთვის „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა”.

2017 – ნანა ჯორჯაძის ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ფილმი, რომელიც ღვინის ქართული ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს 5 ნომინაციაში დააჯილდოვეს:
– საუკეთესო რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე
– საუკეთესო სცენარის ავტორი – თამარ ბართაია
– საუკეთესო პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი
– საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე
– როლის საუკეთესო შემსრულებელი – რევაზ ხეცურიანი
„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია”, – წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

Amiran Buturishvili-ს ფოტო.
Amiran Buturishvili-ს ფოტო.
Amiran Buturishvili-ს ფოტო.
Amiran Buturishvili-ს ფოტო.
Amiran Buturishvili-ს ფოტო.
ასევე იხილეთ