“გრძელ მანძილზე ან დილაუთენია დაწყებულ ტურებში, ორი მძღოლი უნდა ჩასვან”

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი შატილში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულმა სააგენტოებმა ტექდათვალიერებაგაუვლელი მანქანები არ დაიქირავონ. მოითხოვონ ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გრძელ მანძილზე ან დილაუთენია დაწყებულ ტურებში ჩასვან 2 მძღოლი. რაც მთავარია, ისევე, როგორც ბევრმა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ მოახერხა, უნდა გააკონტროლონ დაქირავებული მანქანების სიჩქარე. ეს სიახლე სულაც არ არის. საზღვარგარეთ ასე ხდება.“- წერს ჩანადირი.

ასევე იხილეთ