“ფსიქიატრებმა მიხედონ, ხომ ხედავთ რომ ვეღარ იჭერთ“

ოთარ კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვინის შესახებ წერს:

თაკო ჩარკვინს მორიგი სისულელე და სიბინძურე დაუწერია, ახლა უკვე ირაკლი ოქრუაშვილზე.

თურმე როგორ აკადრეს, რომ კანდიდატურა უნდა მოხსნას.

მართლა არაფერს დავწერდი, ვინც მიცნობს იცის, რომ ამ კატეგორიის ადამიანებზე კომენტარს მაქსიმალურად ვერიდები, თუმცა აქ მხოლოდ თაკო ჩარკვიანი არ არის, მის უკან გუნდი დგას და კიდევ ის ძალები, ვინც ღიად დატოვა ოქრუაშვილის მხარდაჭერის საკითხი საბურთალოზე.

ამიტომ, მგონი ყველა უნდა დაფიქრდეს ამ ქალს რამხელა დისონანსი შემოაქვს ოპოზიციურ ერთობაში და რამდენი რამ შეიძლება გააფუჭოს მისმა არაადექვატურმა განცხადებებმა..

ბოლოს ოპოზიციონერ ლიდერებს მივმართავ! თქვენ თუ არ შეგიძლიათ, გაეცალეთ და ფსიქიატრებმა მიხედონ. ხომ ხედავთ რომ ვეღარ იჭერთ“…

ასევე იხილეთ