“ბებია გიჭყავით!”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის მიღებულ დეკლარაციას ეხმაურება.

“მოდით რა და პირდაპირ ვთქვათ – ის რაღაც “დეკლარაცია” მიღებული ხმების დაცვის შესახებ, რაც ამ ვითომდა გაერთიანებულმა ოპოზიციამ “მიიღო” არის ცუდად შესრულებული ბლეფი.
დავიწყებ იქედან, რომ რა ხმებზეა საუბარი? 27 ცალ ბიულეტენზე, რომელსაც თვითონ და ვინმე ძალიან ახლო ნათესავი ჩაუგდებს?
დაცვის რა ფორმატზე საუბრობენ? ჯერ ერთი უამრავი უცხოელი დამკვირვებელია ჩართული და მეორეც – საზოგადოების განწყობაც ისეთია, რომ ნამდვილად არ დაუშვებს ხათუნა გოგორიშვილისეულ ხიმანდრობებს, რადგანაც უკვე მართლა ამოვიდნენ ყელში სიყალბით მოსული “კანონმდებლები” რომლებიც მრავალი წელია მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის თქვლეფით არიან დაკავებულნი და რომ არა სხვადასხვა გარიგებები, ჯალათები ვერ იბოგინებდნენ.
კიდევ უამრავი რამ არის სათქმელი, მაგრამ უმთავრესი, რისკენაც მიდიან ამ რაღაც “კვლევებით”, “კვლევებით” და ბაქი-ბუქა “განცხადებებით” არის არეულობის, ნგრევის და სახელმწიფოს განვითარების შეჩერების სურვილი.
მაპატიეთ ამ უხეშობისთვის, მაგრამ – ბებია გიჭყავით!
არაფერი გამოგივათ.
საქართველოში ხალხი აკეთებს თავის არჩევანს და არა ვიღაც “შეშფოთებული რეკომენდატორები” და ხალხი თავად დაიცავს მას, რაც დასაცავია” – 
წერს გაბრიჭიძე.

ასევე იხილეთ