“რუსეთის ხელისბიჭი ვაშაძე თავისი გადაწკეპილი ულვაშებით პატრიარქთან ერთად იღებდა სურათს, მაშინ არ გაგხსენებიათ ეკლესიის როლი ქართულ პოლიტიკაში?”

ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი ნაც.მოძრაობის მხრიდან, ხელისუფლების წარმომადგენლებისა  და სასულიერო პირების ერთობლივი ფოტოების გამო თავდასხმებს პასუხობს:

“გამალებული მსჯელობა მიდის, იყენებენ თუ არა ეკლესიას და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ურთიერთობას პოლიტიკური პირები და პარტიები ე.წ. პიარისთვის. თუმცა, აქცენტი, რაღათქმაუნდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე კეთდება…

კითხვა გამიჩნდა: როცა რუსეთის ხელისბიჭი ვაშაძე თავისი გადაწკეპილი ულვაშებით პატრიარქთან ერთად იღებდა სურათს, მაშინ არ გაგხსენებიათ ეკლესიის როლი ქართულ პოლიტიკაში?
ან, ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა არ გინახავთ, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ გაფაციცებით უსმენდა უღმერთო მერაბიშვილი (თან – დაჩოქილი) მის უწმინდესობას…
მაშინ არ გაგხსენებიათ, მეგობრებო, ეკლესიის როლი უღმერთოთა ცხოვრებაში?

თავისთავად, ცუდი ნამდვილად არაა არც ეკლესიის სიახლოვეს გავლა და მითუფრო, ეკლესიის წინამძღვართა მოსმენა, მაგრამ თვალში ბეწვს ხედავდე და დირეს ვერა, უბრალოდ, უხერხულია…

თან, სხვადასხვა ტელე-ეთერში მორალის წამკითხველად ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის მებაირახტე ბოკერიას თანაგუნდელი და ძველი „ლეგენდების“ თანახმად, მის უწმინდესობაზე მომკივანი უგულავა გამოჰყავთ…

P.S. პატრიარქისა და ეკლესიის მაგინებლებო, დაჩოქილ და უღმერთო ვანოს ებარებოდეთ:- წერს გიორგი მამაცაშვილი.

ასევე იხილეთ