ფილიპინელ საჯარო მოხელეს სექსის დროს ვიდეოკამერა ჩაერთო (ვიდეო)

Zoom-ის შეხვედრები „ახალ ნორმად“ ნამდვილად დამკვიდრებულია, თუმცა, ტექნოლოგიებთან შეგუება ბევრს უჭირს და უყურადღებობის გამო მომხმარებლები ხშირად უხერხულ სიტუაციებში აღმოჩნდებიან ხოლმე.

სწორედ ასეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა ფილიპინელი საჯარო მოხელე იესუს ესტილი, როდესაც ვირტუალური სეანსის დროს თავის მდივანთან ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა.

უცხოური გამოცემა „დეილიმეილის“ ცნობით, ესტილმა არ იცოდა, რომ ვიდეოკამერა ჩართული იყო და საყვარელ მდივანთან ერთად სასწრაფოდ სცადა სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება, თუმცა, ვიდეოშეხვედრა პარალელურად მიმდინარეობდა.

ვირუსულად გავრცელებულ ინტიმურ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ არის წყვილი სექსით დაკავებული ოთახის კუთხეში. სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ, ორივე თანამშრომელი თათბირს კმაყოფილი სახით დაუბრუნდა, თუმცა, უკვე დაგვიანებული იყო!

ვიდეოჩართვაში მონაწილე ერთ-ერთმა თანამშრომელმა ინტიმური სცენა ჩაიწერა და გაასაჯაროვა. შედეგად, აღნიშნული საქციელისთვის საჯარო მოხელეს სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ბოდიშის მოხდა სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი პატიებას ითხოვდა, თუმცა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორივე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

 

 

ასევე იხილეთ