“რა პრივილეგია აქვს ირმა ინაშვილს, რომ აფხაზეთში მყოფი არათუ კარანტინში, თვითიზოლაციაშიც არ მოხვდა?”

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

„რა პრივილეგია აქვს ირმა ინაშვილს, რომ წითელ ზონაში, აფხაზეთში მყოფი არათუ კარანტინში, თვითიზოლაციაშიც არ მოხვდა?

დეპუტატებს კორონა არ ემართებათ? ან, ნებისმიერი სხვა ოპოზიციის წარმომადგენელს მისცემთ იგივეს უფლებას?

ირმა ინაშვილი აფხაზეთიდან ჩამოვიდა 16 აგვისტოს. კარანტინში მხოლოდ ერთი დღე გადაიყვანეს. 17 ში დილით წითელი ზონიდან (აფხაზეთიდან) ჩამოსული ირმა და მასთან ერთად მყოფი ყველა პირი უკვე გარეთ იყო”, – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, – რატომ არ იყო ირმა ინაშვილი კარანტინში მას შემდეგ, რაც ის ოკუპირებულ აფხაზეთიდან დაბრუნდა”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ, კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ის კარანტინში იყო და ტესტირებაც ჩაიტარა.

ასევე იხილეთ