„არ ვიცი, ღმერთს უფრო გაეხარდებოდა, სადმე შიმშილით მომკვდარიყო?“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოლიტიკოსი თეა წულუკიანის მიერ სუროგაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება. სამადაშვილი წერს, რომ მსგავსი კანონი იტალიაშიც მოქმედებს, აშშ-ში კი სახელმწიფო ადამიანებს არ უშლის, რომ მშობლები გახდნენ.

„მახსოვს, გამიკვირდა, როდესაც ძალიან წარმატებულმა ქალმა, ჩემმა იტალიელმა მეგობარმა, გულდაწყვეტით მითხრა, შანსი არ ჰქონდა დედა გამხდარიყო, თუ იტალიის მოქალაქედ დარჩებოდა. მისი ქვეყანა კრძალავს ქორწინების გარეშე შვილად აყვანას და ცხადია, შესაბამის სამედიცინო ჩარევასაც. ვიფიქრე, რაღაცაში მაინც წინ ვართ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნასთან შედარებით. ახლა, ამ „შეცდომის“ გასწორებაც სურთ…ამერიკაში ჩემი ერთ-ერთი პროფესორი, წარმატებული, სტამბულელი წარმომავლობის ქალი იყო, რომელსაც ასევე სურდა დედობა, მიუხედავად იმისა, რომ არ დაქორწინებულა. იტალიისგან განსხვავებით, აშშ-ში ვისაც სურს მშობელი გახდეს, სახელმწიფო ხელს არ უშლის. სადღაც, თურქეთის შორეულ პროვინციაში, გემზე მიგდებული პატარა ბიჭი იშვილა, რომელიც დღეს ჰარვარდის სტუდენტია. არ ვიცი, ღმერთს უფრო გაეხარდებოდა, სადმე შიმშილით მომკვდარიყო?“ – წერს სამადაშვილი.

ასევე იხილეთ