“მეც გავხდი სტუდენტის დედა”

ბექა ოდიშარიას და მაკუნა გამცემლიძის ვაჟი, ლაშა ოდიშარია სტუდენტი გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის მეუღლე წერს.

“მეც გავხდი სტუდენტის დედა 🎉🧡
Lasha Odisharia 😍
1. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი – ბიზნეს ადმინისტრირება.
2. Saint Louis University – სამოქალაქო ინჟინერია.

მისი გადაწყვეტილებით და მოპოვებული დაფინანსებით , დამსახურებულად, 🙂 სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით მიდის ამერიკულ უნივერსიტეტში – მადრიდის კამპუსში ! 🙏

პირველი სემესტრი ონლაინ აიღო , ბექას ვერ დავტოვებო 🤦‍♀️🤷‍♀️

რთული მაგრამ ძალიან საინტერესო წლები დაეწყოთ ჩვენს სტუდენტ შვილებს 🧡 შემართებას , სირთულეების მარტივად გადალახვას და დიდ წარმატებას ვუსურვებ ყველა ჩვენს შვილს ! 🙏🧡
კარგი თაობა მოდის, ძალიან კარგი !!!!”

ასევე იხილეთ