“არასდროს დამტოვო, რა”

11 აგვისტოს ბათუმში „ორბი თაუერსის” საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადმოვარდნილი მსახიობის, ლაშა კუხიანიძის ცოლი, მარიამ ჩხარტიშვილი, ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ლაშას ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.

მარიამი ქმარს ემოციურ პოსტებს უძღვნის, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ძალიან, ძალიან შორიდან… არ ვიცი საიდან… მაგრამ ზუსტად ვიცი! იქედანაც კი ახერხებ იმას, რომ მე ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერი გავხადო. ყოველ დღე უფრო მიყვარდები…

ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ.

ასეთი ტკბილი მყავს. უსასრულო და განუმეორებელი. ყოველთვის ერთად ვიქნებით ჩვენ. პორტალსაც ისწავლი მჯერა. გელოდები…” – წერს მარიამი.

ლაშამ 8 აგვისტოს იქორწინა ბობოყვათში ხელი მარიამ ჩხარტიშვილთან მოაწერა. წყვილს, „ორბი თაუერსის“ მეოცე სართულზე, აპარტამენტი, ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული. 11 აგვისტოს კი უბედური შემთხვევა მოხდა.

ასევე იხილეთ