“გუშინ იყო სამთავრობო არხზე და დღეს არის ანტისამთავრობოზე”

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა პოსტს ავრცელებს:

“გავიხედე და ერთი თვის წინათ ,,იმედზე” რომ მუშაობდა ის ჟურნალისტი დღეს ,,ტვ პირველზე” დავინახე.

ე.ი. გუშინ იყო სამთავრობო არხზე და დღეს არის ანტისამთავრობოზე.

გუშინ ირჯებოდა მთავრობის გასათეთრებლად და დღეს უკვე მის გასაშავებლად ირჯება.

გუშინ რასაც ლაპარაკობდა, დღეს თვითონვე ლაპარაკობს იმის რადიკალურად საპირისპიროს.

რა ჰქვია ამას – უპრინციპობა? საკუთარი პოზიციისა და აზრის უქონლობა? ქვევრობა, რომ რასაც ჩაგძახებენ, ის ამოიძახო?

იქნებ სულაც ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ჰქვია? იქნებ ჟურნალისტიკა სწორედ ის არის, რომ აკეთო, რისიც არ გჯერა, ილაპარაკო, რისიც არ გწამს? იქნებ სულერთია ეწოდება ნამდვილ ჟურნალისტიკას?

ეს ერთი საწყალი გონზო ჟურნალისტი გამარკვიეთ ამ ამბავში, მომეცით პასუხი ჩემს გულუბრყვილო და, ვინ იცის, ბრიყვულ გაოცებაზედ”, – წერს ჯაბა ხუბუა.

ასევე იხილეთ