16 წლის ქართველ მოდელს კონტრაქტი ნაომი კემპბელის და კლაუდია შიფერის სააგენტომ გაუფორმა

სამოდელო სააგენტო “look models”-ის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ლუქმოდელსის Look Modéls Managemént ახალი სახე 16 წლის ზინი ქაჯაია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ლიდერ სააგენტოს Dmanagement group-ს შეუერთდა.
სააგენტო, სადაც მხოლოდ რჩეულები ხვდებიან.

Dmanagement Group წარადგენს შემდეგ ტოპ მოდელებს: ნაომო კემბელი, კარლა ბრუნი, ალეკ ვეკი,
კლაუდია შიფერი, ევა ჰერციგოვა, ჰელენა კრისტენსენი, ქეით მოსსი, ჰეიდი კლუმი, კაროლინა კურკოვა, მილა იოვოვოჩი, მონიკა ბელუჩი, ლინდსი ვიქსონ, დილონი და ა.შ….
წარმატებები ულამაზეს ზინის”- წერს ცქიტიშვილი.

 

 

ასევე იხილეთ