“ბოკერიას პოლიტიკური ქელეხი წინსწრებით გადაუხდიაო”

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ სენაკში გამართულ 600 კაციან ნადიმს ეხმაურება და წერს:

“ქაჯთა ქელეხი

ბოკერიას პოლიტიკური ქელეხი წინსწრებით გადაუხდიაო.
ხაშლამა არ იყოო, არც “ჟარკოვიო”.
უხაშლამო და “უჟარკოვო” ქელეხი სად გაგონილა?
არც შილა ჩამოუტარებიათ?
აბა, რა ჩემი ფეხები ჩამოატარეს, უშილაო ქელეხი ვის გაუგია?!
ქაჯები!!!

***
ჩვენში დარჩეს და… ეს რომ “ოცნების” რომელიმე კანდიდატს გაეკეთებინა, ხომ შეიყოფდნენ თითებს ერთ ადგილას?!

ღმერთო, დალოცე საქართველო ამ გიჟების გარეშე.” – წერს ზედელაშვილი

ასევე იხილეთ