“წინ გვაქვს კიდევ სამი მოძალადის დაკავება”

ივიკო ფრუიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სტრიპტიზ-ბარში სცემეს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დააკავეს სამი მოძალადე, მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა. წინ გვაქვს კიდევ სამი მოძალადის დაკავება, ბრალის სწორად წარდგენა და დამტკიცება.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო კანონმდებლებს, რომ დააწესონ ასეთი ბარების შემზღუდავი რეგულაციები, ვინაიდან საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან, რომელიც ყოველდღიურობად იქცა ჩვენს ძალიან მაგარ ქვეყანაში.
შესაძლო რეგულაციებთან დაკავშირებით მაქვს უამრავი იდეა და დიდი სიამოვნებით მივაწვდი კომპეტენტურ ორგანოებს.
გთხოვთ, რომ მოვახდინოთ ამ ფაქტზე რეაგირება, რათა ხვალინდელი დღე იყოს უფრო დაცული!”
ასევე იხილეთ