“გუშინდელ სამარცხვინო პანიკას ალუბალივით დააჯდა მიშას კანდიდატურა”

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გუშინდელ სამარცხვინო პანიკას ალუბალივით დააჯდა მიშას კანდიდატურა.
ახლა, როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდეს ის განსხვავებები, რაც “არც მიშა/არც ბიძინა” საპროტესტო ელექტორატს არჩევნებზე მიიყვანს და ივანიშვილის წინააღმდეგ ხმას მიაცემინებს.
ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს.
თუ პოლიტიკურმა სპექტრმა არ დაგვარწმუნა, რომ ის არც მიშაა და არც ბიძინა, საპროტესტო ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი თამაშგარედ რჩება და ისევ ბიძინა მოიგებს.
P.S. მიშას კანდიდატურა თავისთავად კარგია – პროცესს ცხადს ხდის.
რომ არ დამდგარიყო, მაინც არავინ დაიჯერებდა, რომ ეგ “თანამდებობისთვის არ იბრძვის” და სწორად არ დაიჯერებდა – თვალთმაქცობა იქნებოდა.” – 
წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე იხილეთ