ნათელაშვილმა კახი კავსაძეს მლიქვნელი უწოდა

„ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კახი კავსაძეს მლიქვნელ მსახიობს უწოდებს.

ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი ივანიშვილს ესალმება.

„კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება. რამდენმა ასეულმა ათასმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისაგან, თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია, რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი. 

ფოტოები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დღეს არის გადაღებული, რომელსაც სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად მსახიობი კახი კავსაძეც ესწრებოდა.

ასევე იხილეთ