“სელფის რომ იღებს ჩემთან ხალხი, დისტანცია როგორ დავიცვა?”

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში რეგულაციების გამკაცრებას ეხმაურება.

“სელფის რომ იღებს ჩემთან ხალხი – დისტანცია როგორ დავიცვა?
არ გადავიღო, უარით გავისტუმრო, რომ ნაკლები რეკლამა გაუკეთდეს კამპანიას და ნაკლებად გამოვჩნდეთ როცა ტელეიმედი გუგუნებს?
რამდენიმე ასეული ადამიანი როგორ გავაკონტროლო დისტანცია დაიცვან, როცა პოლიცია ვერ აკონტროლებს?
პოლიტიკური კამპანია როგორ უნდა ჩაატარონ პარტიებმა ამ პირობებში?
კონცერტი, ქორწილი და ქელეხი რით განსხვავდება კამპანიისგან კორონას კონტექსტში? კამპანია რიტუალი არაა?” – 
წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე იხილეთ