აღშფოთებული თიკა ფაცაცია განათლების სამინისტროს მიმართავს

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ონლაინსწავლასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თავად, როგორც სამი შვილის დედას, უჭირს გამოსავლის მოძებნა მაშინ, როცა სამივე მათგანი სწავლობს და თითოეულს საკუთარი სივრცე და კომპიუტერი სჭირდება.

„სამი შვილი მყავს, პირველკლასელი, მეოთხეკლასელი და სტუდენტი. სამივეს ონლაინ უწევს სწავლა… რამდენი კომპიუტერი, რამდენი ოთახი და რამდენი ასისტენტი სჭირდება მათ? ერთმანეთსაც ვერ დაეხმარებიან, ხომ? ყველას თავისი გაკვეთილი აქვს….. როგორ უნდა შეძლონ სრულფასოვანი სწავლა, ყველა ლინკის ჩართვა და დასწრება (თან სკოლა ითხოვს მზადყოფნას, რომ არ შეჩერდეს პროცესი რომელიმე მოსწავლის გამო) და შემდეგ მეცადინეობა????? მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშავოს (თუ გაუმართლა და სამსახური აქვს) და ეს დაამენეჯმენტოს??? მაინტერესებს, რა პასუხი აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“- წერს ფაცაცია.

ასევე იხილეთ