“კახელების პასუხი ჩუტრუკ მიხოს”

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში იუმორნარევ პოსტს აქვეყნებს.

“კახელების პასუხი ჩუტრუკ მიხოს

ბატონო მიხავ, ჩვენამდეც ჩამააღწია ინფორმაციამ იმის თაობაზედ, რომ თურმე ბოლო დროს დავალებებს აგროვებ მომავალში აღსრულების მიზნით.
იმასაც იძახიან, ყურძნის ჩაბარების სერთიფიკატებ თუ

შავინახამთ, კილოზე 80 კაპეიკსაც დაგვიმატებ, ოღონდ მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი გახდები. ჯერ ერთი, მაგას სერთიფიკატი კი არა, ქვითარი ჰქვიან და მეორეც – შენ მთავრობის თავმჯდომარე მაშინ გახდები, ვირი ლეღვის ტოტზე რო გავა და სპექტაკლ „მაკნატუნადან“ ილეთებ გააკეთებს. შე ჩუტრუკო, როცა აქ იყავ, ავტომატებით დაგვდევდი, ეხლა კიდე კაპეიკების წამატებასა გვპირდები?!

მოკლედ, დავსხედით მრგვალ მაგიდასთან და დავფიქრდით, დავალებები ზეპირსიტყვიერად გადმოგცეთ თუ ქაღალდზე ჩამოვწეროთ, დავნომროთ, კონვერტში ჩავდოთ, ნერწყვით დავაწებოთ და გამოგიგზავნოთ.
გურჯაანელები შემოვიდნენ წინადადებით, ჩამოვწეროთ და დავნომროთო.
თელაველებმა თქვეს, სამსიტყვიანი დავალება მივცეთ და ეგ არიო.
სიღნაღელები ატყდნენ, ერთსიტყვიანი უკეთესი იქნება, მოკლედ და ლაკონურადო.
ლაგოდეხელებმა – ერთი მაგისიცო.
დედოფლისწყაროელები თათბირზე არ გამოცხადნენ, ეგღა გვაკლია, მაგ ჩუტრუკ დავალებები ვაძლიოთო.

მოკლედ, შენი იდეა განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, მოგცეთ სამსიტყვიანი დავალება: „იდი ნა ხუი“! “

ასევე იხილეთ