“თბილისის მერმა პირადად დამირეკა და გამამხნევა… რთულია, ფსიქოლოგიურად შეეგუო დიაგნოზს-კოვიდინფიცირებული”

ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. რთულია ფსიქოლოგიურად შეეგუო დიაგნოზს – კოვიდინფიცირებული. მით უმეტეს, როდესაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ფიქრობ, რომ ვერაფერი მოგერევა. თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია, ამ ვირუსსაც გავუმკლავდები და მალე დავუბრუნდები ცხოვრების ძველ რიტმს.

დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის, ძალიან ბევრი ზარი მქონდა. ასევე დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა, მკითხა ხომ არაფერში მჭირდება დახმარება და მალე გამოჯანმრთელება მისურვა. ვერ დავმალავ, ძალიან გამიხარდა ყურადღება და თანადგომა.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!“, – წერს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომელი, დავით მჭედლიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ