“მონები ხართ და არაფერი არ გეშველებათ, რატო უნდა გავიკეთო პირბადე ამიხსენით”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფონიჭალაში ყვითელ ავტობუსში გადაღებული ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მგზავრი პირბადის გარეშეა.

კონტროლიორის ნათქვამმა, თუ ის პირდაბეს არ გაიკეთებს ავტობუსი არ წავა, მგზავრის გაღიზიანება გამოიწვია.

მგზავრს სხვა მგზავრებიც დაუპირისპირდნენ, თუმცა ის ამბობდა, რომ ყველანი მონები არიან და ავტობუსიდან არ ჩავიდოდა.

„არ მაქვს პირბადე და რატომ უნდა გავიკეთო ეგეც განმარტეთ. არ ჩავალ, თუ გინდათ დამაჯარიმეთ. მონები ხართ და არაფერი არ გეშველებათ, რატო უნდა გავიკეთო პირბადე ამიხსენით. გვაჩვენონ სად არის კანონი. მთელი მსოფლიო მასონები არიან და გვებრძვიან“,- აცხადებს მგზავრი.

 

ასევე იხილეთ