ნინი ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა. ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო.

სოციალურ ქსელის მომხმარებელმა ვიდეოს კომენატრებში დაწერა:

„ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.

სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„არსებაა ნინი ბადურაშვილი… და რატომღაც რომ გონია რამეს წარმოადგენს.. პ.ს. თავის ძველ ფოტოებს მაინც გადახედოს“– წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

„ყოველთვის ვფიქრობდი რომ შეგნებული და კარგი ადამიანი იყავი…. ძალიან ტეხავს ძალიან… პ.ს. მაპატიე უვიდოდ ვბედავ“– უწერენ ნინის კომენტარებში.

მომღერალმა ეს კომენატრები პასუხის გარეშე არ დატოვა: „არ მჩვევია ზოგადად პასუხების გაცემა, მსგავს კომენტარებზე, უბრალოდ, არის ხანდახან მომენტი როცა ვერ ზომავ… მეც ადამიანი ვარ, მიუხედავად ცნობადობისა”- წერს ბადურაშვილი.

ასევე იხილეთ