“როდესაც ორსულად იყო მთელი ერი ლაპარაკობდა…”

ნინი ბადურაშვილის სკანდალს მსახიობი ქეთი წიქვაძე (“ჩცდ”-ს ლეკა) ეხმიანება. ქეთი სოციალურ ქსელში ნინის იცავს.

“ასე რატომ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი? თან სრულიად უცხოებს, უბრალოდ სძულხარ, არ გპატიობენ ერთ გადაბრუნებულ ნაბიჯს, არ იღებენ დაშვებულ შეცდომაზე ბოდიშს.

თითქოს იმისთვის ცხოვრობენ, რომ რამე შეგეშალოს და ამის გამო გაგთელონ.

ბოდიშის მოხდას ყველა ვერ ახერხებს, რადგან საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დიდსულოვნება ჭირდება, ისევე როგორც, ბოდიშის მიღებას, რომლის მიღებაც თურმე ძალიან უჭირს ჩვენს საზოგადოებას.

ნინიმ ბოდიში მოიხადა, შეწუხდა და განიცადა, რასაც ისეთი კომენტარები მოჰყვა, რომ ვკითხულობ, არ მჯერა.

ეს კი იმას მიუთითებს, რომ იმ გოგოს ბედი კი არ აღელვებს ვინმეს, არამედ უბრალოდ ნინის ლანძღვა კვებავთ.

ნინი იყო ის ადამიანი, რომელზეც მთელი ერი ლაპარაკობდა, როდესაც ორსულად იყო!!!

დღეს მის გარდაცვლილ ბებიაზეც არ ასრულებენ ლაპარაკს. ეს არაფერს ნიშნავს, უნდა მივიღოთ ყველამ და გავატაროთ, ვითომ არც ყოფილა. მოდით დამშვიდდით და ყველამ თავის თავს მიხედეთ რა!

შეგახსენებთ, მომღერალი ნინი ბადურაშვილი სკანდალში გაეხვა. ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. FACEBOOK-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.

სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.”

ასევე იხილეთ