“ვინც აპრიორი კოალიციისთვის იბრძვის, ის ან ფლიდია ან პოლიტიკის აზრზე არაა”

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვინც აპრიორი კოალიციისთვის იბრძვის, ის ან ფლიდია ან პოლიტიკის აზრზე არაა. მსგავსი ბოდვა არ უთქვამს და არ დაუგეგმავს არც ერთი ნორმალური ქვეყნის ნორმალურ პარტიას. ყველა იბრძვის საკუთარი სრული გამარჯვებისთვის – ესაა უნივერსალირი სტრატეგია პოლიტიკური ბრძოლის და არჩევნების. რას იტყვის და როგორ – ეგ ტაქტიკის საკითხია. კოალიცია იქნება თუ არა და რა კონფიგურაციის – ეს კი პოსტსაარჩევნო.

შესაბამისად, ვფიქრობ, საქმე მაინც უფრო ლუზერობაშია, ასეთი სულელიც არავინაა, მგონი. მცირე ან ძალიან მცირე რეიტინგის და დიდი ამბიციის ამბავია. ანუ, პატარა ჭუ…უს და დიდი ჯიპის პარადიგმაა “- წერს გვარამია.

ასევე იხილეთ