“აჭარიდან წამოსული ტალღა მალე თბილისამდე მოაღწევს. როგორ მოვემზადეთ? რა სტრატეგია არსებობს?“

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს კორონავირუსის განვითარების შესახებ საქართველოში და ფიქრობს, რომ აჭარიდან წამოსული ტალღა მალე თბილისამდე მოაღწევს.

„მოარღვევს აჭარიდან წამოსული ტალღა გზას და ვფიქრობ, მალე მოაღწევს თბილისამდე – ის, რაც დღეს აჭარაში ხდება, თბილისზე და საერთოდ, დანარჩენ ქვეყანაზე რომ განვაზოგადოთ, კოლაფსი გველის, არნახული…

როგორ მოვემზადეთ?

რა სტრატეგია არსებობს?

რომელი კლინიკებია მზადყოფნაში?

როგორ იმიჯნება ნაკადები?

რის მიხედვით ტრიაჟირდება?

სად მოხდება ინფიცირებულების განთავსება?

თუ კვლავ კლინიკებსა და სასტუმროებში ვაპირებთ გავუშვათ უსიმპტომო ან მსუბუქსიმპტომიანი პაციენტები, ერთის მხრივ კლინიკები გადაიტვირთება, მეორეს მხრივ, სასტუმროებში უამრავი ფინანსური რესურსი იხარჯება და დაიხარჯება.

სად ვიღებთ პაციენტებს, ვისაც სხვა სახის სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ?! (მაგალითი: გუშინ გამოქვეყნდა 16 წლის გოგონას შემთხვევა, რომელიც ლამის კორონას შესწირეს – მწვავე მუცლით ატარეს ჯერ ქალაქიდან ქალაქში, შემდეგ კლინიკიდან კლინიკაში).

რამდენად მზადყოფნაშია პერსონალი?

არსებობს თუ არა სათანადო რაოდენობის ეკიპირება, მათთვის?

რამდენად სწრაფად მოხდება ტესტირებული ხალხისთვის პასუხების მიწოდება?

აქაც თუ იგივე გაგრძელდა, კრახი გველის… (72 სთ. ში თუ არ დაგირეკეთ, უარყოფითი ხართო, იცდიან პატიოსნად, იზოლირებულები, 72 სთ.-ის შემდეგ კი გადის ეს ხალხი გარეთ და მე-6, მე-7, მე-8 დღეს ურეკავენ – ინფიცირებული ხართო).

რატომ არ ხდება ადამიანების მომზადება – ინფორმაციის ინტენსიურად მიწოდება, იმისათვის რომ სახლებში გაიარონ ინფიცირების პერიოდი, რატომ არ ხდება დარიგება – როდის უნდა გამოიძახონ სასწრაფო?! როდის დაურეკონ ოჯახის ექიმს და ა. შ

რას ველოდებით?!?!

ამასთან ერთად, კარს მოგვადგა შემოდგომა და სხვა ვირუსებიც – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა როდის შემოვა?!

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

როდის გვეტყვით?

მხოლოდ ის, რომ “მართავთ” არ კმარა! რადგან, ფაქტია, აჭარის რეგიონის მაგალითი კარგს არაფერს გვატყობინებს მართვის საკითხებში.

მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, თუ შეიძლება!

#კოვიდ19

პ. ს. კიდევ არის, უფრო პროფესიული კითხვები, მაგრამ საზოგადოებას ეს მაინც რომ ვუთხრათ და მეტი მზადყოფნა გვქონდეს, აჯობებს, ალბათ…“

ასევე იხილეთ