„დაღუპულებზე საუბრისას დამამშვიდებელ არგუმენტად რატომ მოგყავთ თანმხლები დაავადებები?“

ტელეჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მკურნალობს, წერს, რომ მისთვის გაუგებარია, როცა ქვეყანაში ამდენი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტია, რატომ მოჰყავთ არგუმენტად მათი მძიმე დაავადებები კორონავირუსის გარდაცვალებისას.

გთავაზობთ ვიკას სტატუსს ამ თემაზე:

„ქვეყანაში უამრავი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანია. და როგორ ფიქრობთ, რას უნდა გრძნობდნენ ისინი, როცა დაღუპულებზე საუბრის დროს ლამის დამამშვიდებელ არგუმენტად მოყავთ თანხმლები დაავადებები? ნუ აკეთებთ ამას“.

ასევე იხილეთ