“საბას ჰგონია, რომ ქობულეთის მერი უნდა გავხდე”

ტელეწამყვანი და ახლა უკვე დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი შვილისა და მისი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ სახალისო ამბავს წერს, მის პოსტსუცვლელად გთავაზობთ:

„წარდგენის მეორე დღეს საბა დამხვდა კმაყოფილი სახით – ქობულეთის მერობას აპირებ დეე? შემომეყარა გულზე, დავისვი და თითქმის მთელი დილა ვუხსნიდი დეპუტატობა რა არის, მერე წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედიის დაზეპირება წავიდა.

ერთი საათის მეტი არ მქონდა და სიტუაციის უიმედობიდან გამომდინარე ძიძას ვუთხარი, მთელი დღე ამეცადინეთ-თქო. საზეპიროდ სასწავლი იყო წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედია.

მართლა საათში ერთხელ ვრეკავდი ამბის მოსაკითხად და გუშინ, დღის ბოლოს ნონა მეუბნება, ხონი, ვანი მარტივად აითვისაო, სამტრედია გვიჭირსო, მაგრამ, ნუ, ოთხივეს ერთად ჯერ კარგად ვერ სვამსო. გვიან უკვე მაგარი პროგრესი გვქონდა წესით.

დღეს, დილით ვდგები და მაგარ ცუდ ხასიათზე მხვდება. აი, ძაალიან ეტყობა რომ უკმაყოფილოა. მე მაგრად არ მინდა რომ გაიმარჯვოო. მომიგდო რასაც ჰქვია.

ვახ, არადა პირველ დღეს არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც მოსწონდა და უცებ მეუბნება, აი, შენ გახდები ქობულეთის მერი. ისევ ქობულეთის მერიო ხალხო, რამე მიშველეთ. წყალტუბო, ხონი, ვანი, სამტრედია რანაირად ვასწავლო. რაის ქობულეთის მერი“, – წერს ჟორჟოლიანი

ასევე იხილეთ