“აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის”

მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მომღერალი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

“ჩვენი უსაყვარლესი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 5-თვეა, თელავივის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის. ზურა ძალიან მენანები, ვიცი, შენს ტკივილს აღრმავებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან სი­შო­რეც. არც ხელისუფლება და არც ერთი მედია საშუალება არ ინტერესდება მისი მდგომარეობით და ეს არის სირცხვილი. ძალიან მიყვარხარ და ვლოცულობ შენთვის ჩემო კარგო მეგობარო და ნამდვილო ადამიანო. ვილოცოთ ზურასთვის”- წერს სოციალურ ქსელში ვალერი მურღულია.

ასევე იხილეთ