“დღეს ჩემი ყურებით მესმოდა განწირული ადამიანების ტირილი…”

ბათუმის ბულვარის იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, თამარ თავართქილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნობს თავის გულშემატკივრებს, რომ უკეთ არის და კორონავირუსის განადგურებას იწყებს. “დღეს კარგად ვარ, მეგობრებო”, – წერს “ფეისბუქზე” თამარი.

თამარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

თამარ თავართქილაძე: – მძიმე დღე იყო, ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ახლა უკეთ ვარ. მადლობა ამდენი სითბოსთვის და გამხნევებისთვის. ბნელია ჩემთვის ის ადამიანი, ვინც ამ საშინელი ვირუსის არსებობას ცინიზმით და რაღაც ქილიკით უდგება!

დღეს ჩემი ყურებით მესმოდა განწირული ადამიანების ტირილი, არა ბღავილი – ოჯახის წევრის გარდაცვალების ამბავი რომ გააგებინეს. მერე რაა, რომ ასაკიანის, ისიც ვიღაცის მამაა, ბაბუაა, უსაყვარლესი ადამიანია და აღარაა, ვირუსი მოერია, ვერ დაამარცხა! ვტიროდი მთელი გულით, არ ვიცი, ვის…

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს !

გაიკეთეთ პირბადე !

დაიცავით ელემენტარული წესები!

ექიმებს გავუფრთხილდეთ, ადამიანები არიან, რობოტები არა! მეც გამიჩნდა პრეტენზიები, მაგრამ ყველასთან ყოველ წუთს ვერ მივლენ, ჩემნაირი ბევრზე ბევრია, სამწუხაროდ! და კიდევ უფრო მძიმე!

ჩვენი ჯანდაცვა კი არა აშშ-ს ჯანდაცვა ვერ უძლებს ზედმეტ პაციენტს, რთულ პაციენტს!

ასევე იხილეთ