“3 თვე ერთად ვიყავით გარმიშში, ქალბატონო ხათუნა და მართლა ვიფიქრებდი რომ უსინდისო ბრძანდებით რომ არ გიცნობდეთ”

დავით თევზაძის ქალიშვილი, ქეთი თევზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“არ ვიცი რას დავაბრალო, უსინდისობას თუ უცოდინრობას, მაგრამ პირველ არხს რომ დააბრალებ, რომ რეგიონს და ეთნიკურ უმცირესობას არ აშუქებს, ამ ორიდან უეჭველი რომელიმესთნ გაქვს საქმე…. ან თიკო ბერძენიშვილზე, ადამიანზე, რომელსაც EBU სრულუფლებიან წევრად აღიარებს, რომ იტყვი რომ…….(არ ვაკადრებ აქ იმის გადმოცემას, რაც ქალბატონმა ლაღაზიძემ იკადრა) – ისევ, ან უსინდისო ხარ ან უცოდინარი. 3 თვე ერთად ვიყავით გარმიშში, ქალბატონო ხათუნა და მართლა ვიფიქრებდი რომ უსინდისო ბრძანდებით რომ არ გიცნობდეთ…..ამიტომ, უფრო მეორეს დავაბრალებ და იმედს ვიტოვებ, შემდეგი თანამდებობისთვის ვინმე უკეთ მოგამზადებთ!!!!!”

ასევე იხილეთ