„პატარა ლუკა აღარ იქნება ფსიქიატრიულში გამოკეტილი, ის წავა სახლში…“

ადვოკატი ანა აბაშიძე იმ შემთხვევის შესახებ წერს, რომელმაც დიდი საჯარო ინტერესი გამოიწვია. უფლებადამცველებმა რამდენიმე ხნის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 14 წლის ლუკა ღარიბაშვილი, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი აქვს, ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი და მას დედის ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ დღეში ერთხელ აქვს. ანა აბაშიძე ამჯერად კიდევ ერთ სიახლეს გვაცნობს საქმესთან დაკავშირებით და წერს, რომ ოჯახმა სასამართლო მოიგო და ლუკა სახლში ბრუნდება.

„დღეს დიდი სიხარულია ჩვენ თავს! პატარა ლუკა აღარ იქნება ფსიქიატრიულში გამოკეტილი, წავა სახლში, სადაც მასთან  ყველა დღე შაბათ-კვირის ჩათვლით (დღეში 12 საათი) იმუშავებს 2 პერსონალური  ასისტენტი, იქნება საყვარელ მშობლებთან და დასთან ერთად საყვარელ გარემოში! აი, ასე! მთავრობამ და ჯანდაცვამ სრულიად სამართლიანად წააგეს დავა სასამართლოში!  დიდი მადლობა მოსამართლე დავით წერეთელს. ეს არის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება ბავშვებისთვის! ❤

ვამაყობთ ლუკას მაგარი დედით! უბრალოდ ეს ქალი გმირია! მადლობა მათი ოჯახის ყველა მეგობარს და გულშემატკივარს. მადლობა მედიას, განსაკუთრებულად კი აი ამ პროფესიონალ ქალს Eka Kevanishvili Eka და რადიო თავისუფლებას!

აი ჩემი ორგანიზაცია კი მიყვარს და ჩემ თანამშრომლებზე მაგარი პროფესიონალები არ მეგულება არსად 🙂 .  თავმდაბლობა აქ ტყუილია ❤ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR Anna Arganas Sofi Menabdishvili ❤ ❤ დღეს მე გიდუღებთ ყავას :))

ასევე იხილეთ