მხოლოდ 47-48 ზომა ფეხსაცმელი გვინდა გთხოვოთ – ფეისბუქმომხმარებლები მოხუცისთვის გაერთიანდნენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკატერინე თოფურია ემოციურ ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ პავლე ბაბუას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„მეგობრებო, ეს პავლე ბაბუა თავის საყვარელ მეგობრებთან ერთად, რომლებსაც თავის ისედაც მცირედ ლუკმას უნაწილებს.

ფეხზე პარკები რატო გაცვიაო რომ ჰკითხეს, 47 ზომა მაქვს და გადაგდებულ ფეხსაცმელებში ვერ ვპოულობო. პენსიით ვიყიდე მეორადეში ალბათ დაწებებული იყო და წვიმაში სულ ამიძვრაო და ეს პარკები გავიკეთეო.

არაფერი უთხოვია, თუ ძაღლისთვის საჭმელს მომიტანთ და ფეხსაცმელს მაშოვნინებთ ძალიან გამიხარდებაო.

ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობს…. როგორც გავარკვიეთ შენობაა მაგრამ ყველანაირი პირობების გარეშე. ძვირფასებო, ჩვენ მხოლოდ 47-48 ზომა ფეხსაცმელი გვინდა გთხოვოთ, მეორადსაც ვიჩუქებთ მეგობრებო, დავეხმაროთ პავლე ბაბუს, ჩვენ ეს შეგვიძლია.

გავარკვიე მისი საცხოვრებელი მისამართი და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მასთან სტუმრობას.

ვისაც სურვილი გაქვთ დახმარების, ან წამოსვლის შეგვეხმიანეთ.

პავლე ბაბუ ცხოვრობს დიღმის მასივში, კათარზისთან და მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობს ხშირად“, – წერს ეკატერინე თოფურია.

ასევე იხილეთ