“ისრაელში კორონავირუსით 51 წლის ქალი გარდაიცვალა, თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა”

ექი­მი და პო­ე­ტი ნინო ქო­ქო­სა­ძე, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ის განმავლობაში ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­და, წერს, რომ 51 წლის ქალი (ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი) კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

ქო­ქო­სა­ძე აღნიშნავს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ ჰქონ­და და ორ­კვი­რი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარდაიცვალა.

“მე­გობ­რე­ბო, ვი­საც არ გჯე­რათ ამ ვე­რა­გი ვირუ­სის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი დიდი საფრ­თხის და აქი­ლი­კებთ ექი­მებს…დღეს, ის­რა­ელ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 51 წლის ქალ­ბა­ტო­ნი (ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი). მას არა­ნა­ი­რი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქონ­და. ია­ვად­მყო­ფა ორი კვი­რა.

წე­ღან მე­უღ­ლის თხოვ­ნა გა­მოქ­ვეყ­ნდა, სამ­ძი­მარ­ზე ნუ მოხ­ვალ­თო… კოშ­მარ­ში ვცხოვ­რობთ. არა­ვინ იცის რა გვე­ლის…

გთხოვთ, ნუ მო­ა­დუ­ნებთ ყუ­რა­დღე­ბას, ნუ გე­გო­ნე­ბათ რომ საფრ­თხე არ არ­სე­ბობს” – წერს ნინო ქო­ქოსა­ძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ