POSTV-ს ეთერში გასული ვიდეო წაიშალა – “ეს იყო შეცდომა და ბოდიშს ვიხდით”

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში გასულმა ვიდეომ, რომელშიც პაატა სააკაძის თავის მოჭრის ისტორია იყო გაშარჟებული, სტუდია “ფარანმა” განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.

“გადაცემა “გვეშველება რამე” რომელსაც ამზადებს სტუდია “ფარანი”, ტელეკომპანია “პოსტივისთვის”, ვიხდით ბოდიშს გადაცემაში გაშვებული ეპიზოდისთვის, ჩვენი პერსონაჟი ასახიერებს ოპოზიციური არხების “ჟურნალისტებს” რომლებიც ძირითადად ყალბ ამბებს ავრცელებენ.

ანუ ამით იმის თქმა გვინდა, რომ ეს არ იყო მიზანმართული ხუმრობა ისტორიულ ფაქტზე, ეს იყო ხუმრობა, თუ როგორ გააშუქებდნენ ამ ამბავს ზემოხსენებული “ჟურნალისტები”

პაატა სააკაძის ტრაგედიაზე ხუმრობა ჩვენთვისაც მიუღებელია და ეს იყო ჩვენი შეცდომა. ვიდეო წაშლილია და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს საზოგადოების წინაშე”

მიუხედავად იმისა, რომ სტუდია “ფარანი” POSTV-თვის ამზადებს გადაცემას და სწორედ იქ გავიდა აღნიშნული ვიდეო (პაატა სააკაძის თავის მოკვეთაზე ხუმრობა) ამ წუთამდე POSTV-ს განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე იხილეთ