თქვენთვის ძვირფასი ნივთი საიმედოდ დაცულია და გელოდებათ” – “ანტრეში” სტუმარს ქორწინების ბეჭედი დარჩა

კაფეტერიების ქსელი “ანტრე” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქორწინების ბეჭდის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა ის მომხმარებელს დაწესებულების საპირფარეშოში დარჩა. ძვირფასო მეგობრებო, ერთ ერთ თქვენთაგანს “ანტრეს” საპირფარეშოში დარჩა Cartier -ს ბრენდის მამაკაცის ქორწინების ბეჭედი. გთხოვთ მოგვაკითხოთ, თქვენთვის ძვირფასი ნივთი საიმედოდ დაცულია და გელოდებათ . ფილიალს შეგნებულად არ ვუთითებთ, რადგან ბეჭდის პატრონს ბუნებრივია უნდა ახსოვდეს რომელ ანტრეში იმყოფებოდა.
გთხოვთ მობრძანდეთ პერსონალურად, რადგან შევძლოთ თქვენი იდენტიფიცირება კამერის მიერ დაფიქსირებულ პერსონასთან.

ასევე იხილეთ