“კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც ბათუმის საავადმყოფოში რეანიმაციაშია”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, კორონავირუსი მის მამას დაუდასტურდა.

ლევან ვარშალომიძის მამას, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“გუშინ კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც რამოდენიმე დღე ბათუმის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია. გამომდინარე აქედან, დღეს გავიკეთე ტესტი, ტესტის პასუხი უარყოფითი გახლავთ.

ამიტომ დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას.

არ ავყვეთ პანიკას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. შევხვდებით არჩევნებზე, 31 ოქტომბერს“,- ნათქვამია ლევან ვარშალომიძის განცხადებაში.

ასევე იხილეთ