“დეე… მაა… ძამიკოო… მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ”

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სტიქიას ოჯახი ემსხვერპლა. თიკა თედორაძეს დედა, მამა და ძმა დაეღუპა. ოჯახიდან მხოლოდ ის გადარჩა, რადგან სტიქიის ღამეს ნათესავთან იყო სტუმრად.

,,დეე… მაა… ძამიკოო… აი, სიტყვებით ვერ აღვწერ, ისე მენატრებით. უკანასკნელად მაინც ჩაგხუტებოდით და მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ… დღეს ხომ მეც თქვენ ერთად ვიქნებოდი”, – დაწერა თიკა თედორაძემ.
ასევე იხილეთ